ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სეული-თბილისს შორის ჩარტერული ავიარეისების შესრულება დაიწყო
18 მაისი, 2018

სამხრეთ კორეის ფლაგმანი ავიაკომპანია Korean Air-მა სეული-თბილისი-სეულის მიმართულებით პირველ ჩარტერული რეისი შეასრულა.

ჩარტერული რეისით სეულიდან თბილისში 200 კორეელი ტურისტი ჩამოფრინდა.

Korean Air თბილისის მიმართულებით მომდევნო ჩარტერულ რეისებს 24 და 31 მაისს შეასრულებს, ჯამში საქართველოს 600-მდე კორეელი ტურისტი ეწვევა. რეისი Airbus A330 ტიპის თვითმფრინავით სრულდება. ფრენის ხანგძლივობა დააახლოებით 9 საათია. 

სეულსა და თბილის შორის ავიარეისის დანიშვნა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და Korean Air-სთან აფილირებულ ტურისტულ სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის ბოლო თვეებში გატარებული სამუშაოებია. სამომავლოდ დაგეგმილია პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა და შესაძლო რეგულარული რეისების დანიშვნა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებას, ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

სტუმრებს სამხრეთ კორეიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტავ ჯორჯიას წარმომადგენლები დახვდნენ

სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air 1962 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 50 ქვეყანაში, 114 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.