ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სემეკ-ი: “ბინის გამქირავებლებს წყლის ტარიფის ცვლილება არ შეეხებათ”
28 თებერვალი, 2019

“ბინის გამქირავებლებს წყლის ტარიფის ცვლილება არ შეეხებათ”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. 

მათი თქმით, სემეკ-ის მიერ შემუშავებული პროექტი სასმელი წყლის ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებით, ბინის გამქირავებლებს არ შეეხებათ. 

“არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც ბინებს აქირავებენ (მათ შორის საიტების მეშვეობით) სხვადასხვა მიზნებითა და პერიოდულობით. აღნიშნული პროექტი შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ სასტუმრო მომსახურებების შესაბამისად“, – აცხადებენ სემეკ-ში. 

შეგახსენებთ: 26 თებერვალს, სემეკ-ში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც კომისიამ დაინტერესებულ პირებს გააცნო პროექტი ჰიბრიდული ტარიფის მოდელთან დაკავშირებით და მოისმინა მათი მოსაზრებები. 

სემეკ-ი გააგრძელებს საკითხის სამუშაო რეჟიმში განხილვას და პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყველა დაინტერესებული პირისთვის.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.