2002- 2017 პერიოდში ქვეყნიდან გასულია 1.4 მილიონი მოქალაქე, რომელთა 20% უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს ფლობს, შრომისუნარიანია და შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში“ – ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობასა და სამუშაო ძალის მდგომარეობაზე ს&ბ-მა (,,საზოგადოება და ბანკები“) კვლევა ილიაუნის ,,ფინანსური განათლების ცენტრთან“ ერთად ჩაატარა.
კვლავა სამუშაო ძალის კლების ტენდენციას ასახავს. ამის ძირითადი მიზეზებია: შობადობის დაბალი მაჩვენებელი, მიგრაცია და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის ზრდა.
2010-2017 წლებში >65 წლის მოქალაქის წილი მთელ მოსახლეობაში ყოველწლიურად საშუალოდ 0.4%-ით იზრდებოდა და 2017 წლის მდგომარეობით 14.6% შეადგინა. ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოსთვის საშუალოდ 8.7%-ია.
მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი, შემცირებული შობადობა და დაბერების მაღალი მაჩვენებელი ამცირებს სამუშაო ძალას. მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნის მწარმოებლურობა და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება.
„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
-
ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე;
-
ყურადღება გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებზე;
-
წახალისდეს სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნება;
-
გაუმჯობესდეს არსებული განათლების სისტემა.
commersant.ge