ე.წ. „სამთავრობო აგარაკების“ დაახლოებითი საბაზრო ღირებულება 31 მლნ ლარია. rn
“ფასის ჩამოკლებაა საჭირო, შეუსაბამო ღირებულება აქვს ობიექტებს. ყველამ იცის საქართველოში არც ისე ბევრი მაღალი შემოსავლის ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც მსგავსი ტიპის აგარაკის ყიდვის შესაძლებლობა აქვს. ფასის შემცირებაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამ, სხვა შემთხვევაში, წავა და ინვესტორი სრულიად ახალ აგარაკს, თავისი ფულით ააშენებს”, – აცხადებს ხორგუაშვილი.
“ჩვენ ვაპირებთ პრივატიზაციის და სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციის ძალიან აგრესიული გეგმის განხორციელებას. ესეც არის ჩვენს გეგმებში. ჩვენ, პრინციპში, ვერ ვხედავთ დიდ პრობლემას საინვესტიციო პორტფელის ზრდაში ანუ ინვესტიციები იქნება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.