„უმასპინძლე საქართველოში“ დახმარებით საქართველოში 41 სასტუმრო გაიხსნება. სასტუმროების გახსნის შედეგად, ქვეყანაში ტურისტებისთვის დამატებით 1200-ზე მეტი ოთახი გაჩნდება.
სააგენტოს "აწარმოე საქართელოში" მონაცემებით, სასტუმროები გაიხსნება ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.
პროგრამის ფარგლებში სასტუმრო ბიზნესში 120 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება და 1300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმენება.
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება 2016 წლიდან დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. პროგრამა მეწარმეს, შესაძლებლობას აძლევს განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. პროგრამის მეშვეობით აქტიურად ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.
www.travelingeorgia.ge