2018 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 136 ლარი შეადგინა, - მონაცემები საკონსულტაციო ცენტრმა PMCG-იმ გამოაქვეყნა.
სამ ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა (საშუალოზე 56%-ით მაღალი).
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 198 ლარით განისაზღვრა. იანვრის მსგავსად, საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (საშუალოზე 52%-ით მაღალი).
5 ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 363 ლარი შეადგინა.
თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 591 ლარი შეადგინა, კახეთში - 297 ლარი, აჭარაში - 207 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 358 ლარი.
www.travelingeorgia.ge