სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 75,5 მლნ დოლარია ინვესტირებულია, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 19,5 მლნ დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სულ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 52,43 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში იანვარ-სექტემბერში 1.346 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge