სასტუმროები და რესტორნები III კვარტალში ყველაზე მზარდ სექტორებს შორის ლიდერობს. „საქსტატის“ მონაცემებით, ზრდის მაჩვენებელმა სექტორში 12,6%-ს მიაღწია და მიმდინარე ფასებში მისი მოცულობა 273.7 მლნ ლარით განისაზღვრა.
10,6%-იანი ზრდაა სამთომომპოვებითი მრეწველობაში, მესამე ადგილზეა მშენებლობა - 9.3%-ით. 2.8%-ით შემცირდა სოფლის მეურნეობა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (18,7%) და მრეწველობა (17%). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7%), მშენებლობა (10,2%).
2017 წლის III კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4,4%-ით გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9,941 მლრდ ლარი შეადგინა. დეფლატორი გაიზარდა 6,6%-ით.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge