ავიაკომპანია Saratov Airlines 25 ნომებრიდან, მინვოდი-თბილისი-მინვოდის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ფრენები ზამთრის სეზონზე, ყოველ შაბათს Antonov 148 ტიპის ავიახომალდით შესრულდება.
რუსული ავიაკომპანია Saratov Airlines 1931 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია 13 სხვადასხვა ტიპის ავიახომალდს ფლობს.
www.bpi.ge