ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქმიანი ტურიზმი უკრაინელებთან ერთად
24 აპრილი, 2018

საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესწავლისა და ინსპექტირების მიზნით საქართველოს საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე უკრაინის წამყვანი კომპანიები ეწვია.

კომპანიების წარმომადგენლები Travel profession group, International Travel Group, Kiy Avia, New Standard, Sputnik Kiev, Eventex Group, Business Travel Association of Ukraine, და TUI Ukraine თბილისსა და კახეთს ეწვივნენ. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს „საქართველო-უკრაინის საქმიანი ტურიზმის კონფერენციაში“. ღონისძიებას საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უმასპინძლა.

კონფერნეციის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებსა და უკრაინული კომპანიების წარმომადგენლებს შორის B2B ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანია ორი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.