ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო პასპორტების რეიტინგში 199 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზეა
10 იანვარი, 2018

საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის პასპორტების რეიტინგში საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა და 68-დან 53-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

ორგანიზაცის ანგარიშში მითითებულია, რომ ქართული პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 99 ქვეყანაში შეიძლება.

რეიტინგის ლიდერი გერმანიაა, რომელიც უკვე 5 წელია უპირობო ლიდერობას ინარჩუნებს. გერმანული პასპორტით უვიზოდ 177 ქვეყანაში შეიძლება მოგზაურობა.

მეორე ადგილზეა სინგაპურია.

მესამეზე ადგილზე ერთდროულად 8 ქვეყანა თანაბარი მაჩვენებლით მოხვდა და ესენი არიან დიდი ბრიტანეთი, დანია, იტალია, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი, შვედეთი, იაპონია. ამ ქვეყნების პასპორტით 175 ქვეყანაშია უვიზოდ მოგზაურობა დაშვებული. 

ბოლო პოზიციაზე რეიტინგში ავღანეთი მოხვდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.