საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 14.8%-ით, ტურისტების კი 23%-ით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საქართველოს 444,241 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 57,171-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
იანვარში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა, რაც 35,393-ით აღემატება 2017 წლის იანვრთან შედარებით.
იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს აზერბაიჯანიდან (+0.8%), თურქეთიდან (+20.1%), სომხეთიდან (+20.9%), რუსეთიდან (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) ეწვია.
პოზიტიური ტენდენციაა ევროკავშირის ქვეყნებიდან, გამოირჩეოდა: ჩეხეთი (+59%), ლატვია (+46%), გაერთიანებული სამეფო (+31%), ნიდერლანდები (+28%), ლიტვა (+16%).
განსაკუთრებული ზრდაა ქუვეითიდან (+131%), არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან (+127%), ირანიდან (+92%), ისრაელიდან (+77%), ინდოეთიდან (+48%), თურქეთიდან (+20%).
2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, 18.8%-თ მეტი ვიდრე 2016 წელს. გაიზარდა შემოსავლები უცხოური ტურიზმიდან და წინასწარი მონაცემებით 2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 586 მილიონი დოლარით მეტია 2016 წელთან შედარებით.
www.travelingeorgia.ge