ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლას ჩინური და ინდური ავიაკომპანიები გეგმავენ. ამის შესახებ "საქმის კურსს" აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქეთი ალექსიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქართული მხარე ძალიან ბევრ ავიაკომპანიას ესაუბრება, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებით არიან დაინტერესებული. მისი განცხადებით, ქართული ავიაბაზრით დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ. დაინტრესებულ მხარეებს შორის რამდენიმე ჩინური და ინდური კომპანიაა.
"ძალიან ბევრი ავიაკომპანიაა დაინტერესებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტით. მითუმეტეს ბოლო პერიოდში, უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ ამ ინტერესმა იმატა. ვფიქრობთ, ახალი ინფრასტრუქტურა ავიაკომანიებთან ურთიერთობის დროს ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორია. ძალიან ბევრ ავიაკომპანიას ვესაუბრებით. საკმაოდ დიდი ინტეერსია ჩინეთის ბაზარზე და რამდენიმე ავიაკომპანიას უკვე ვესაუბრებით. ისინი თბილისშიც კი იყვნენ ნამყოფი. ასევე ჩვენთვის საინტერესოა ინდური ბაზარიც და არის რამდენიმე ავიაკომპანია, ვისთანაც მიდის მოლაპარაკებები", - განუცხადა "საქმის კურსს" საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა.
www.bm.ge