ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გაიხსნა
28 თებერვალი, 2018

საქართველოში საერთაშორისო ბრენდ „რამადას“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გაიხსნა. სასტუმრო კომპანიას „m² უძრავი ქონება“ ეკუთვნის და ის ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს.

სასტუმროში ინვესტირებულია 14 მლნ დოლარი, დასაქმდება 100 ადამიანი.

„რამადა ენკორ თბილისში“ 152 ნომერი თანამედროვე, კომფორტული ოთახებით, გამაჯანსაღებელი ცენტრით, რესტორნით, ლაუნჯი-ბარით და ბიზნეს შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცით.

სასტუმრო წარმოდგენილი იქნება საშუალო საფასო სეგმენტში.

„m² „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნით შევიდა სასტუმროების ბიზნესში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ გეგმის განხორციელებისთვის, რომელიც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სასტუმროს 1000 ნომრის შექმნას ისახავს მიზნად. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელ ძალად რჩება და ჩვენი კომპანია მზადაა მოგზაურების მზარდი მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, - განაცხადა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) დააფინანსა.

კომპანია „m² უძრავი ქონება“ თბილისში კიდევ ორი სასტუმროს აშენებს - მელიქიშვილისა და გერგეთის ქუჩებზე. დაგეგმილია „რამადას“ ბრენდის სასტუმროს შენებლობა ქუთაისში. „რამადა ენკორ თბილისი“ სტუმრებს მარტიდან უმასპინძლებს.

„რამადა“ მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო ჯგუფის „ვინდჰემის“ წევრია და 2017 წელს ევროპის ყველაზე მზარდ ბრენდად დასახელდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.