ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენცილიათ საუდის არაბეთში ინტერესდებიან
07 მარტი, 2018

საუდის არაბეთის ტურისტული კომპანიები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე პრეზენტაცია გამართა.

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი არაბ ტუროპერატორებს გააცნეს. ღონისძიებას საუდის არაბეთის 40 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

პრეზენტაციის შემდეგ, ქართველმა ტუროპერატორებმა ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს და ტურები შესთავაზეს.

საქართველოს ტურისტული მიმართულება საუდის არაბეთში სულ უფრო პოპულარული ხდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წელს საუდის არაბეთიდან საქართველო 60 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 165%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.