საქართველოში ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2017 ასოციაცია “ქართული ღვინოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით შემოდგომაზე სექტემბერში ჩატარდება.
კონკურსი გაიმართება ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში.
კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური) და ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობაა. ამავდროულად კონკურსი ითვალისიწნებს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებას.
ასოციაცია “ქართული ღვინოს“ ცნობით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ქვევრის ღვინის მწარმოებელს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე