საქართველოში ბრენდული სასტუმროები იხსნება, - სასტუმროების გახსნის ერთგვარი გეგმა საინვესტიციო ბანკმა Galt&Taggart-ი გამოაქვეყნა.
საქართველოს ზამთრის კურორტებზე პირველი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო უკვე მასპინძლობს ვიზიტორებს დაGalt&Taggart-ის ცნობით, სასტუმრო Best Western Plus Bakuriani-ს სახით, 70 ოთახი დაემატა კურორტის განთავსების ობიექტებს.
2018 წლის ბოლომდე დასრულდება Radisson Blu გუდაურში და Ramada Resorts გოდერძიზე.
Adjara Group Hospitality-მ დააანონსა კოხტა-მიტარბის კურორტის განვითარების გეგმა. ახალი Rooms Hotel, ski-in ski-out კონცეფციით და საცხოვრებელი აპარტამენტები 2018 წელს კოხტა გორასთან აშენდება პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, მეორე ფაზა მოიცავს ტურისტული ზონის განვითარებას კურორტ მიტარბიზე. აღსანიშნავია, რომ პირველად მოხდა კოხტა და მიტარბის დაკავშირება სათხილამურო ტრასით.