საქართველოში არსებული 97 სასტუმროდან სახანძრო ნორმების დარღვევის გამო 37 დაჯარიმდა
სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმებული 97 სასტუმროდან სახანძრო ნორმების დარღვევის გამო, 37 სასტუმრო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 1-ელ აგვისტომდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხოლოდ იმ სასტუმროების შემოწმების უფლება ჰქონდა, რომელთა ნომრების რაოდენობა 100-ს არ აღემატებოდა. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად შემოწმებას დაექვემდებარა ყველა სასტუმრო, მათ შორის საოჯახო ტიპის სასტუმრო.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ შემოწმების პროცესი პერმანენტულად გრძელდება და მას სამსახური გეგმურად, წელიწადში სამჯერ ახორციელებს.
ახალი რეგულაციების მიხედვით, სანქციის ოდენობა 2000-დან 5000 ლარამდე მერყეობს.
www.travelingeorgia.ge