საქართველოში 2018 წელს უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა
წინასწარი მონაცემებით საქართველოში 2018 წელს უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 3,2 მლრდ. დოლარს შეადგენს (ზრდა 18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე – ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს. — ეს ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომერსანტს მიაწოდა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2,571 მილიარდ დოლარს შეადგენს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით 19%-ია.
2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%.
ლიკა გურაბანიძე
www.commersant.ge