ყატარი ქართული თაფლის ექსპორტით ინტერესდება.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლვენა დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყატარის ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა მზარდია, წარმოებული პროდუქცია კი, საკმარისი არ არის.
მისი განცხადებით, სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოდან სხვა აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტით და საქართველოს, უახლოეს მომავალში, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეძენის მიზნით, კატარის სახელმწიფოდან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრებიან.
მინისტრმა დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფცია გააცნო.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ეკოტურიზმის, აგროტურიზმის და ბიოწარმოების კუთხით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
www.travelingeorgia.ge