ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად Turkish Airlines-ი იყენებს
02 მაისი, 2018

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად Turkish Airlines INC, Qatar Airways, Thai Airways International Ltd, Azerbaijan Airlines – AZAL, Singapore Airlines Ltd იყენებენ.

„საქაერონავიგაციის“ ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლები 2017 წელს, ისევ Georgian Airways, Turkish Airlines, Wizz Air, Ukraine International Airlines იყვნენ.

2018 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9.1%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკა გაუმჯობესებულია, როგორც გადაფრენების ასევე, აფრენა-დაფრენის მიმართულებით.

“საქაერონავიგაციის” მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.1 %-თ მოიმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ. ასევე გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.