საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ქუვეითის სახელმწიფოს კიდევ ერთი ავიაკომპანია Kuwait Airways-ი იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ელ-ქუვეითი - თბილისი - ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია 11 ივნისიდან 10 სექტემბრამდე განახორციელებს.
რეისები კვირაში 2 სიხშირით, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას სამოქალქო ავიაციის სააგენტომ 26 აპრილს მიანიჭა. საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებდა. 2017 წლიდან, ამ მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება Kuwait Wataniya Airways-მა დაიწყო, მიმდინარე წლის ივნისიდან კი ფრენებს Jazeera Airways განახორციელებს.