საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი კომპანიები შემოდიან. როგორც „პირველ არხთან“ საუბრისას „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ განაცხადა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს წელს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაიწყებს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები გაიმართა რუმინულ ავიაკომპანია Blue Air-თან, რომელიც ფრენებს ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით გეგმავს.
საქართველოს ბაზარზე შემოდიან ქუვეითური ავიაკომპანიები Kuwait Airways-ი და Jazeera Airways-ი, ასევე ფრენებს დაიწყებს ირანის უმსხვილესი ავიაკომპანია Iran Air.
მარტის ბოლოდან თბილისიდან ევროპის რამდენიმე ახალი მიმართულებით იფრენს „ჯორჯიან ეარვეისი“ („აირზენა“). უკვე ცნობილია, რომ მუშაობის დაწყებას დედაქალაქში ასევე გეგმავს ახალი ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი, რომელიც ჩინური ინვესტიციით დაფუძნდა.
www.travelingeorgia.ge