ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე იაფი საოჯახო სასტუმროების მომსახურება
18 სექტემბერი, 2018

საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი აგვისტოს მონაცემებით, 74 ლარია.

ამ ტიპის განთავსების ადგილების ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრების ფასებს.

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში გურიასა (138 ლარი) და ქვემო ქართლშია (107 ლარი).

საოჯახო ტიპის სასტუმროებს შორის ყველაზე დაბალი საშუალო ფასები დაფიქსირდა კახეთში - 61 ლარი, იმერეთში და შიდა ქართლში - 62 ლარი.

კვლევის მიხედვით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები აგვისტოში, ივლისთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად იმერეთსა (+4.1%) და აჭარაში (+2.2%) გაიზარდა. იმერეთის ფასების ზრდა ძირითადად განპირობებულია ქუთაისის, ხოლო აჭარის - ქობულეთის და მახინჯაურის საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდით.

საოჯახო ტიპის სასტუმროებში, აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად კახეთში და შიდა ქართლში შემცირდა, ორივე რეგიონში 0.9%-ით. კახეთის საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების შემცირება განპირობებულია თელავის და სიღნაღის, ხოლო შიდა ქართლის სურამის ფასების კლებით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.