საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი ივლისის მონაცემებით, 72 ლარია.
ამ ტიპის განთავსების ადგილების ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრების ფასებს.
საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლსა და აჭარაშია. ფასი ქვემო ქართლში 148 ლარით, აჭარაში კი 92 ლარით განისაზღვრება.
ივლისში, აჭარის საოჯახო ტიპის სასტუმროს საშუალო ფასმა ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია, ქვემო ქართლში კი ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 2017 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებს შორის ყველაზე დაბალი საშუალო ფასები დაფიქსირდა იმერეთში - 58 ლარი და კახეთში - 62 ლარი.
კვლევის მიხედვით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად აჭარასა და რაჭაში გაიზარდა, შესაბამისად, 4.7% და 4.6%-ით. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები მხოლოდ გურიაში შემცირდა - 0.7%-ით.
www.travelingeorgia.ge