ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„საქართველოს რკინიგზამ“ 2017 წელს 2,7 მლნ-მდე მგზავრი გადაიყვანა
24 იანვარი, 2018

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრთა გადაყვანების რაოდენობის ზრდაზე აცხადებს. კომპანიის ცნობით, 2017 წელს კომპანიამ 2,7 მლნ-მდე მგზავრი გადაიყვანა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 2,46 მლნ-ს შეადგენდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრთა რაოდენობის ზრდასთან ერთად კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა მომსახურების თვალსაზრისით, მათ შვეიცარული კომპანია „შტადლერისაგან“ შეძენილი 4 თანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებელი. შესაბამისად გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი და მგზავრობა კომფორტული გახდა.

გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა:

მგზავრთა რაოდენობა ('000)

2015

2016

2017

 
 

სულ 2017

2,397

2,463

2,680

 

მაგისტრალური

976

1,110

1,296

 

რეგიონული

1,323

1,262

1,276

 

საერთაშორისო

98

90

108

 

მატარებლები აკმაყოფილებს შშმ პირების მომსახურებისათვის განსაზღვრულ სტანდარტებს.

„საქართველოს რკინიგზამ“ აიღო ვალდებულება, რომ ყოველი ახლად შეძენილი სამგზავრო შემადგენლობა თუ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მგზავრებისათვის იქნება განპირობებული, ასევე დააკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის ხელმისაწვდომობისა და გამარტივების მიზნით დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა საოპერაციო სისტემაზეა მორგებული. ასევე, მგზავრთა მოთხოვნების გათვალისწინებით აპლიკაციაში ჩაშენდა ადგილების შერჩევის ფუნქციონალი. სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანას მოპოვებული აქვს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დადებითი ეფექტი იქონია მგზავრთა კმაყოფილების კუთხით.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მგზავრთა უფლებების დაცვას. ამისათვის, სს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო რიგი ვალდებულებები ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის N 1371/2007 რეგულაციით გათვალისწინებული მგზავრთა ძირითად უფლებათა და ვალდებულებათა რეალიზაციის წესის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე მგზავრთა სარკინიგზო მომსახურებით უზრუნველყოფის და პრეტენზიებზე რეაგირების მექანიზმების რეალიზებაზე“, - განმარტავენ კომპანიაში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.