საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ტურისტებისთვის ბინები ყველაზე იაფი საქართველოშია
Airbnb-ის მიხედვით, საქართველოში ბინების საშუალო ფასმა აპრილში $45 (110 ლარი) შეადგინა.
როგორც საკონსულტაციო კომპანია PMCG-ი თავის კჯვლევაში აღნიშნავს, Airbnb-ის მიხედვით, საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ტურისტებისთვის ბინები ყველაზე იაფი საქართველოშია, ბინების ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რუსეთში დაფიქსირდა -134$, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი-$53, თურქეთი-$50 და სომხეთი-$49.
საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალქებს შორის, ბინების დაჯავშნა ტურისტებს ყველაზე იაფად თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეუძლიათ-$35, ბინები ყველაზე ძვირი მოსკოვშია-$130. თბილისში ბინების საშუალო ფასმა $44-შეადგინა, ერევანში-$49, ხოლო ბაქოში-54$.
www.travelingeorgia.ge