ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს დაცული ტერიტორიების უცხოელ ვიზიტორებს შორის რუსები ლიდერობენ
11 იანვარი, 2018

საქართველოს დაცული ტერიტორიების უცხოელი ვიზიტორების რეიტინგში რუსი ვიზიტორები ლიდერობენ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დეკემბრის მონაცემებით, 2017 წელს მთლიანობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შარშან 949 942 ვიზიტორი სტუმრობდა, აქედან 119 508 რუსეთის მოქალაქე იყო.

მეორე ადგილზეა ისრაელი 55 999 ვიზიტორით, მესამე პოზიციაზე კი პოლონეთი მოხვდა 31 312 ვიზიტორით.

უცხოელ და დაგილობრივ ვიზიტორთა არჩევანში ლიდერობენ პრომეთეს მღვიმე, ყაზბეგის ეროვნული პარკი და მარტვილის კანიონი.

სულ ქვეყანაში 18 დაცული ტერიტორიაა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.