ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქარველოს ავიაბაზარზე პირველობას სამი ავიაკომპანია ეცილება
16 ოქტომბერი, 2018

საქარველოს ავიაბაზარზე პირველობას ერთმანეთს სამი ავიაკომპანია ეცილება. ადგილობრივი Georgian Airways-ი, Turkish Airlines-ს ჩამორჩება, Wizz Air-ს კი მცირედით ჯაბნის.  2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, სამივე კომპანია ბაზრის 11-11%-იანი წილს ფლობს, თუმცა ციფრების სტატისტიკა ასეთია:

2018 წლის 9 თვეში  Turkish Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში 440 060 მგზავრი გადაიყვანა,  Georgian Airways-მა – 433 805, Wizz Air-მა  425 991 მგზავრი.

აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-ი ბაზრის წილს შარშანდელივით ანალოგიური მაჩვენებლით ინარჩუნებს. Georgian Airways-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზრის წილი 1%-ით გაზარდა. Wizz Air-მა კი ბაზრის წილი 3%-ული პუნქტით გაიუმჯობესა.

ბაზრის წილის მიხედვით მეორე გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა რუსული Ural Airlines-ი, კომპანია იანვარ-სექტემბერში  219 245 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 6%-ს აკონტროლებს.

შემდეგ პოზიციაზე ბაზრის 5%-იანი წილის მიხედვიით Fly Dubai, რომელიც საქართველოს აეროპორტებში 203 073 მგზავრს მოემსახურა.

ბაზრის 4-4%-იან წილს, რუსული და უკრაინული ავიაგადამზიდავები იყოფენ: Aeroflot-ი, S7-ი და Ukraine International Airlines-ი (FlyUIA).

საქართველოს ბაზარზე ასევე წარმოდგენილია Pobeda Airlines-ი და Pegasus Airlines-ი, 3-3%-იანი წილით. 2-2%-ს ფლობს Azerbaijan Airlines-ი (AZAL), Belavia, Air Arabia, Air Astana, EL AL Israel Airlines-ი, Zagros Airlines-ი, YANAIR-ი, Lufthansa, LOT Polish Airlines-ი, Qeshm Airlines-ი, Qatar Airways-ი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.