ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SalamAir-ი საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს.
მუსკატი-თბილისი-მუსკატის საჰაერო ხაზზე ფრენები 15 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.2017), კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით იფრენს. ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ SalamAir-ს რეგულარული ფრენის ნებართვა 14 მარტს მიანიჭა.
www.travelingeorgia.ge