საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 47.92%-ით გაიზარდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა რეგულარული და ჩარტერული რეისებით 2 703 117 მგზავრი გადაიყვანა (+875 724 მგზავრი, 2016 წლის 8 თვეში 1 827 393 მგზავრი).
მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 071 720 მგზავრს მოემსახურა (+620 682 მგზავრი, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში1 451 038 მგზავრი). შესაბამისად, მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 42,78%;
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 82.59%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 8 თვეში აეროპორტი 154 966 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 282 945 მგზავრი შეადგინა – 127 979 მგზავრით მეტი;
8 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 342 264 მგზავრი გადაიყვანა, რაც 56.36% ით (123 366 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (218 898 მგზავრი).
მგზავრთნაკადი რაოდენობა გაიზარდა ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებშიც.
8 თვეში, საქართველოს აეროპორტებში 3 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ – 13 708, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 11 388, ხოლო ჩარტერების 2 320. (+39.18%).
15%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 8 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 83 196, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 95 677 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
www.bpi.ge