საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2018 წლის 4 თვეში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით გაიზარდა.
აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა საანგარიშო პერიოდში რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, 1 208 430 მგზავრი გადაიყვანეს.
მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელია საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,020,104 მგზავრს მოემსახურა (+35%);
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 104,082 მგზავრი (+14 %).
რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ოთხ თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 68,261 მგზავრმა ისარგებლა. რაც 59 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,983.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის პირველ ოთხ თვეში 1,632 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 91 რეისი შესრულდა.
www.travelingeorgia.ge