საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადია რაოდენობა იზრდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 2 თვეში აეროპორტებმა რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაიყვანა 500 709 მგზავრი, რაც 34.38 %-ით აღემატება 2017 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელს (372 619 მგზავრი).
ზრდაა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 433 202 მგზავრი (+37.54%-);
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 48 890 მგზავრი (+6.69%);
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 18 129 მგზავრია (+67.06%).