ქართული ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები იზრდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 8 თვეში 45,3 მლნ-ზე მეტი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო 44 ქვეყნის ბაზარზე გავიდა. ეს მაჩვენებელი 61%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 100,3 მლნ აშშ დოლარის ღვინო, რაც 55%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი შედეგებით კმაყოფილია. ამბობს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მოიმატა, 55%-ით გაიზარდა ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები.
„ღვინის ექსპორტმა 8 თვის მდგომარეობით, ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის კოორდინირებული საქმიანობისა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული აქტიობების შედეგია“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 51% (5098091), რუსეთი – 94% (28493063), უკრაინა – 42%(4334970), პოლონეთი – 19% (1622872), ლატვია – 25% (963266), ბელარუსი – 35% (904070), აშშ – 67% (286496), გერმანია – 39% (256672), ისრაელი – 232% (139994), საფრანგეთი – 378% (95530), აზერბაიჯანი – 170% (102 342) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი.
www.bpi.ge