ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო მიმზიდველი ხდება
08 იანვარი, 2018

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და მიმზიდველი ხდება.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დეკემბრის მონაცემებით, „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე რამდენიმე უცხოური პროექტი განხორციელდა, პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 17 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას 1850 ადამიანი დასაქმდა.

2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, სულ სააგენტოში შევიდა 10 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები მიმდინარეობს.

პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული.

პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

პროგრამის ფარგლებში შპს „იგელ პროდაქშენს“, რომელიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდა, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა.

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.