ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას National Geographic-თან ერთად იწყებს
02 მაისი, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო პორტალზე National Geographic მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო ჟურნალ

National Geographic-ზე ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

ინტერნეტ კამპანია 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კამპანიის ჯამური ღირებულება 250 000 ევროა.
ინტერნეტ კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს და სავარაუდო შთაბეჭდილებების რაოდენობა (Impressions) 4,541,183 იქნება. 

კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ ვებ-გვერდზე განთავსდება ინფორმაცია ფოტო და ვიდეო მასალით. მასალა სპეციალური გზამკვლევის Georgia Travel Guide საშუალებით გავრცელდება. კამპანიის ფარგლებში სპეციალური ონლაინ ბანერები Nationalgeographic.com-ის History-ის, Adventure-ის და Travel-ის სექციებში განთავსება, ხოლო პოსტები National Geographic-ის Facebook გვერდზე. გარდა ამისა ვიდეოს გაშვების წინ საქართველოს რეკლამა pre roll-ის სახით განთავსდება.

National Geographic აუდიტორია შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

• Facebook -NAT GEO TRAVEL4.6M+გამომწერი
• Facebook - NAT GEO ADVENTURE 9.3M+გამომწერი
• 56 მილიონი ონლაინ და ბეჭდური გამოცემის მკითხველი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.