Euronews-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალზე სარეკლამო კამპანიაა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადებული 30 წამიანი ვიდეორგოლი Euronews-ის ეთერით კვირაში 28-ჯერ იტრიალებს. კამპანია12 კვირა გაგრძელდება.
სარეკლამო რგოლის პარალელურად ზაფხულის ტურისტული კამპანიის ფარგლებში Euronews საქართველოს შესახებ უსასყიდლოდ ამზადებს რეპორტაჟების ციკლს:
1. Adventures – 3 სიუჟეტი, აქედან სიუჟეტი დაეთმო ოკაცეს კანიონს, გუდაურს, კურორტ გოდერძს.
2. Postcards – 6 სიუჟეტი,
3. Taste - 3 წუთიანი რეპორტაჟი ქართულ კერძზე.
4. Cult - 3 წუთიანი რეპორტაჟი კულტურულ ღონისძიებაზე, სიუჟეტები Euronews-ის ეთერით მრავალჯერ გადაიცემა. სატელევიზიო ეთერის გარდა რეპორტაჟები Euronews.com-ზე აიტვირთება. სიუჟეტის განთავსებიდან 7 დღის განმავლობაში ყველა სარეკლამო სივრცე საქართველოს რეკლამას დაეთმობა (თითო რეპორტაჟზე გარანტირებული 150 000 impressions)
Euronews 12 ენაზე მაუწყებლობს და მსოფლიოს 166 ქვეყანაში 430 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
www.travelingeorgia.ge