საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლაზე მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი მხარეების ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერამდე პირდაპირი რეგულარული ფრენები განახორციელონ და კომერციული ხელშეკრულებები გააფორმონ.
მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმების პროექტის მიხედვით, შეუზღუდავია დანიშნული ავიასაწარმოების რაოდენობა, ტევადობა და სიხშირე. ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ, განსაზღვრონ ტარიფები, საჰაერო მიმოსვლა კი შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.
სამოქალაქო ავიაციის მთავრობათაშორისი შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება სამართლებრივ საფუძველს შექმნის საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის პირდაპირი ფრენების დასაწყებად, რაც როგორც სამოქალაქო ავიაქციის სააგენტოში იმედოვნებენ, თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღმავებას.
ბოლო წლების განმავლობაში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად იზრდება.
www.travelingeorgia.ge