ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო და ქართული ღვინო პოპულარულ ბრიტანულ არხზე
29 იანვარი, 2018

გაერთიანებული სამეფოს პოპულარულ სატელევიზიო არხის Channel 5, ცნობილმა გადაცემამ The Wine Show პირველად წარმოაჩინა საქართველო და ქართული ღვინო.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით და ბრიტანეთში ქართულ ღვინის კლუბთან თანამშრომლობით, The Wine Show-ს ჯგუფი გასული წლის მარტში ეწვია თბილისსა და კახეთის რეგიონს.

გადაცემა ეძღვნება საქართველოში ჯვრის, ვაზისა და ღვინის მნიშვნელობას, ასევე ქართული ღვინის წარმოებას და მეღვინეობის კულტურას.

The Wine Show ბრიტანული ტელეკომპანიის ITV-ის პროექტია, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს გაერთიანებულ სამეფოში და მის საზღვრებს გარეთ.

გადაცემა ეთერში გავიდა 26 იანვარს, 19:00 სთ-ზე.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, გადაცემა უკვე გაშუქდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

www.travelingeorgia.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.