Bloomberg-მა საქართველო 2018 წლის 22 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. გამოცემა მკითხველს საქართველოს დედაქალაქის ისტორიას უყვება.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ქვეყანასა და მის კულტურაზე გავლენა მოახდინა საბჭოთა იმპერიისა და ირანის მმართველობამ.
გამოცემა წერს, რომ ქართულ კულტურაზე გავლენა იქონია, როგორც სპარსეთის იმპერიის მმართველობამ, ასევე საბჭოთა კავშირმა.
გამოცემა მკითხველს ასევე ახსენებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ქვეყანაში სტუმრობას კი გაზაფხულსა და შემოდგომაზე ურჩევს.
Bloomberg-ი სასტუმრო ბრენდის მფლობელ კომპანია „აჭარა ჯგუფზე“ წერს და აღნიშნავს, რომ ჯგუფს სასტუმროები აქვს თბილისსა და ყაზბეგში (Rooms Hotel Tbilisi and Rooms Hotel Kazbegi). იქვე ნათქვამია, რომ კომპანია გაფართოებასაც გეგმავს და სასტუმრო Stamba-ს გახსნის.
საქართველოსთან ერთად რეიტინგში მოხვდნენ: ბორნეო, ბრაზილია, სენტ-კიტსი, იორდანია, შოტლანდია, კამბოჯა, აბუ დაბი, ნამიბია, სინგაპური და სხვა.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge