ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
ITB Berlin-ზე საქართველოს სტენდი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად დაათვალიერა.
გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, 3D ვირტუალური რეალობის სათვალეებით კი ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ITB Berlin"-ზე მსოფლიოს 186 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. გამოფენას 110 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ბერლინის გამოფენაზე 28 კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა.
ITB Berlin"-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს მუსიკალური კონკურსის The Voice of Germany-ის გამარჯვებული ნათია თოდუა მიიწვია, რომელმაც გამოფენის მონაწილეებისთვის სიმღერები შეასრულა. ქართველი მომღერალი გერმანიაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს სტენდთან ნათია თოდუას გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
www.travelingeorgia.ge