ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქაერონავიგაცია: საქართველოს რეგიონის საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივა აქვს
17 აგვისტო, 2017

„საქაერონავიგაციაში“ მიიჩნევენ, რომ საქართველო სატრანზიტო ჰაბად ყალიბდება და ქვეყანას შეუძლია პარტნიორი ქვეყნებისთვის მიმზიდველი საჰაერო სივრცითაც გახდეს.

„საქართველოს, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით შეუძლია, უმოკლესი მარშრუტების მეშვეობით ხმელეთის მსგავსად, ჰაერითაც დააკავშიროს ერთმანეთთან აზია და ევროპა. საქართველოს საჰაერო სივრცე მოკლე და მოსახერხებელი დამაკავშირებელია ევროპასა და აზიას შორის, აღნიშნულით იგი კონკურენციას უწევს რეგიონში არსებულ სხვა საჰაერო სივრცეებს“, – აღნიშნავენ საქაერონავიგაციაში.

საქართველოს საჰაერო სივრცისადმი დაინტერესების დასტურად “საქაერონავიგაციაში“ საჰაერო ტრანზიტების რაოდენობის ზრდაზე მიანიშნებენ და განმარტავენ, რომ დღეს „საქაერონავიგაცია“ საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. „ბოლო 4 წლის განმავლობაში დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთის“, – ამბობენ კომპანიაში.

ამავდროულად „საქაერონავიგაციაში“ ახალი მარშრუტების ზრდის პოტენციზლეც მიათითებენ.

2016 წლის 17-21 ოქტომბერს თბილისში გამართულ ICAO-ს შეხვედრაზე საქაერონავიგაციამ RDGE ჯგუფს შესთავაზა 3 ახალი მარშრუტის დამატება. „ახალი საჰაერო მარშრუტები გააერთიანებს ჩვენი რეგიონის რამდენიმე ქვეყანას და რეგიონალურ ჭრილში მოიზიდავს უფრო მეტ ავიაკომპანიას“.

ამბობენ, რომ ყველაფერი ეს თანამედროვე ტექნიკას, სრულყოფილ ინფრასტრუქტურას და მაღალპროფესიულ კადრებს მოითხოვს, ამაზე საპასუხოდ კი საქაერონავიგაცია საუკეთესო ხარისხის მისაღებად ბოლომდე იხარჯება. შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცე ევრაზიის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა და საჰაერო ხომალდების ნაკადმაც საგრძნობლად მოიმატა. მაგალითად, 2017 წელს 13.6 %–ით მოიმატა ფრენების რაოდენობამ.

თუ 10–15 წლის წინ საქართველოს საჰაერო სივრცეში დღე–ღამეში 80 საჰაერო ხომალდი დაფრინავდა, ამჟამად ფრენების რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. 6 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” 64 407 ფრენას მოემსახურა, რაც 13.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

  2015 2016 2017
Jan 9378 9379 10338
Feb 8551 8738 9411
Mar 9832 9511 11073
Apr 9706 9333 11096
May 10290 10176 11645
Jun 10670 10679 12436
Jul 12096 12052 0
Aug 11247 13328 0
Sep 10848 12090 0
Oct 10682 11640 0
Nov 10005 10623 0
Dec 10059 10891 0
total Year  123,364    128,440    65,999  

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.