საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი მაისის მონაცემებით, 72 ლარია. ამ ტიპის განთავსების ადგილების ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრების ფასებს.
საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონებშია.
კვლევის მიხედვით, საოჯახო ტიპის სასტუმროების, ფასების დონემ 2018 წლის მაისშიაპრილთან შედარებით, 1,8%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად გურიაში გაიზარდა, ხოლო კახეთში ყველაზე მეტად შემცირდა.
www.travelingeorgia.ge