საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი აპრილის მონაცემებით, 75 ლარია.
ამ ტიპის განთავსების ადგილების ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრების ფასებს.
საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონებშია.
კვლევის მიხედვით, საოჯახო ტიპის სასტუმროების, ფასების დონემ 2018 წლის აპრილში მარტთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასი ყველაზე მეტად დედაქალაქში გაიზარდა.
კვლევის მიხედვით 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 136 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანის - 234 ლარი, 5 ვარსკვლავიანში კი 394 ლარი.
www.travelingeorgia.ge