ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგირო გზების მომსახურე პერსონალს “დოპელმაიერი” გადაამზადებს
24 მაისი, 2018

სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგირო გზების მომსახურე პერსონალს “დოპელმაიერი” გადაამზადებს.

პროექტის ფარგლებში გადამზადდება ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და ჰაწვალის საბაგირო გზებზე მომსახურე პერსონალი, გადამზადება მოიცავს საბაგიროს უსაფრთხო მართვასა და ექსპლოატაციას.

პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 22 დღის განმავლობაში სასწავლო კურსს გაივლის საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი,გუდაური,სვანეთი,გოდერძი) მომუშავე 87 ადამიანი.

გადამზადება “მთის კურორტების განვითარების კომპანიასა’’ და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაგიროების მწარმოებელ კომპანია “დოპელმაიერს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.

www.travelingerogia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.