ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სამგორი - ვაზისუბანი, ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო, ახმეტელის თეატრი - ზღვისუბნის დასახლება - ახალი საბაგირო დერეფნები
19 ივლისი, 2017

თბილისის განვითარების გეგმის მიხედვით, დედაქალაქში ახალი საბაგიროები უნდა აშენდეს, თუმცა გენგეგმის ავტორები პირველ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულად მოკლევადიან პერიოდში სამ საბაგირო დერეფანს ასახელებენ. ესენია: სამგორი - ვაზისუბანი, ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო და ახმეტელის თეატრი - ზღვისუბნის დასახლება. სამივე დერეფანს საერთო კრიტერიუმი გააჩნია - მასიური პოტენციური ტრანზიტი.

დოკუმენტში მოცემულია მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯამში მოიცავს 10 საბაგირო დერეფნის განვითარების პერსპექტივას. სამ პრიორიტეტულ მიმართულებასთან ერთად დანარჩენი 7 გამოკვლეული დერეფანი გენგეგმის ავტორთა აზრით ხასიათდება ნაკლები სატრანზიტო მიზნობრიობითა ან მეტი სანახაობრივი და ტურისტული პოტენციალით:

სამგორი - ვაზისუბანი; მეტროს სადგური უნივერსიტეტი - სტუდენტური საცხოვრებელი (მომავალის პერსპექტივაში გაგრძელება წყნეთამდე); ვაჟა-ფშაველა - ბაგები (მომავალის პერსპექტივაში გაგრძელება წყნეთამდე);

ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო, დიდუბე - ვაშლიჯვარი (მომავალის პერსპექტივაში გაგრძელება ლისის ტბამდე);

სადგურის მოედანი - ლოტკინი (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება თბილისის ზღვამდე) ახმეტელის თეატრი - ზღვისუბნის დასახლება.

1tv.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.