ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საელჩო ქართველ მეღვინეებს: მეტი ინტენსივობით იფიქრეთ შვეიცარიის ბაზარზე შესასვლელად
28 თებერვალი, 2018

საქართველოს საელჩომ შვეიცარიაში, ქალაქ შაფჰაუზენში „შვეიცარიის ღვინის მეგობართა კლუბთან“ ერთად ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა. დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო 19 სახეობის ქართული ღვინო.

შვეიცარიაში საქართველოს ელჩის მრჩეველი ილია მარჯანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დეგუსტაციაზე შვეიცარიელებმა ქართულ ღვინოზე, მეღვინეზე, ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე მოისმინეს ინფორმაცია და ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო.

წერს, რომ შვეიცარიის ღვინის მეგობართა ჯგუფის მსგავს დეგუსტაციებზე, იკრიბება 50-60 ადამიანი. ქართული ღვინის დეგუსტაციაზე კი რეგისტრირებული იყო 95 მონაწილე.

„ძალიან ბედნიერი ვარ აღვნიშნო, რომ ქართულმა ღვინომ შვეიცარიელ დამგემოვნებლებში აღფრთოვანება გამოიწვია. პრაქტიკულად ყველა ქართული ღვინო შეფასდა როგორც ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელსაც კონკურენციის გაწევა შეუძლია ნებისმიერი ევროპული ღვინისთვის“.

ამავდროიულად ელჩის მრჩეველ მადლობას უხდის ღვინის მწარმოებლებს ასეთი კარგი პროდუქტის შექმნისთვის, რაც შესანიშნავად წარმოადგენს საქართველოს უცხოეთში!

„მსურს დავარწმუნო თითოეული მათგანი, რომ უკვე დროა, მეტი ინტენსივობით იფიქრონ შვეიცარიის ბაზარზე აქტიურ შესვლაზე! ჩვენი, ანუ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს და მათივე ღვინოების მიერ წინასწარ ჩატარებული სამუშაო ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა!“ - წერს ილია მარჯანიძე FB-ის გვერდზე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.