საქართველოს საავიაციო ბაზარზე კონკურენცია ბოლო პერიოდში აქტიურად იზრდება. ბაზარზე ამ დროისთვის 50-ზე მეტი ავიაკომპანიაა წარმოდგენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში წამყვანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ის წილი მცირდება (-4%), ის მაინც ლიდერია და 2017 წლის მონაცემებით, ბაზრის 12%-ს აკონტროლებს.
სამოქალაქო ავიაციის ოფიციალური მონაცემებით, მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა Georgian Airways-ი, მისი წილი ბაზარზე 10%-ით განისაზღვრება, სულ 385 894 მგზავრს მოემსახურა.
რეიტინგში მესამე ადგილზე უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ია, ბაზრის 8%-ით. 2017 წელს Wizz Air-ი სულ 313 325 მგზავრს მოემსახურა.
ავიაბაზრის 7%-იანი წილის მფლობელი flyuia-ა, რომელმაც ერთ წელიწადში პოზიციები 3%-ით დათმო. გადაიყვანა 282 616 მგზავრი.
მას მოსდევს Flydubai ბაზრის 6%-ით, 5% - Aeroflot-ი, 4-4%-იანი წილის მფლობელები არიან: S 7 და Ural Airlines-ი.
3-3%-იანი წილის მფლობელები არიან: Air Arabia, Taban Air-ი, Qatar Airways-ი, Pegasus Airlines-ი და El Al Israel-ი.
2-2%-ი უკავიათ: Lufthansa, Air Astana, LOT-ი, Atlasglobal-ი, Yanair-ი, AZAL-ი, Belavia დa Zagros Airlines-ი.
2017 წლის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 90%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 10%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავზე მოდის.
2017 წელს საქართველოს აეროპორტებმა 43%-ით მეტი, სულ 4 073 959 მგზავრი გაატარა.
www.travelingeorgia.ge