ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 2017 წელს 585 მლნ დოლარით გაიზარდა
07 მაისი, 2018

2017 წლის IV კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 96 მლნ დოლარით ლარით გაიზარდა და 577 მილიონ დოლარს (+19.9%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2.75 მლრდ დოლარს (+27%) შეადგენს, რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.4%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.5%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.