უცხოური ტურიზმიდან 2018 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით საქართველომ 799 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (+28.4%).
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.75 მლრდ დოლარს (+27%), 585 მილიონი დოლარით მეტი 2016 წელთან შედარებით.
2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.
www.travelingeorgia.ge